წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა
გაიმართება 2022 წლის 07 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე
(სხდომის გამართვის ადგილი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის N35 მდებარე პირველი კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე N55 ოთახში (,,რუსთაველის დარბაზი“).
გასამართი სხდომის დღის წესრიგი:
- ,,ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნების გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2022 წლის 25 ოქტომბრის N06-01/117 დადგენილების საფუძველზე აკადემიური საბჭოს მიერ 2022 წლის 7 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის შემთხვევაში კანდიდატურის დამტკიცების საკითხის განხილვა (კენჭისყრა)
(მომხსენებელი: ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გ.დიასამიძე)
- ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის №03 გადაწყვეტილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი: რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე).
- ,,ბსუ-ს პროფესორის და მთავარი მეცნიერი თანამშრომელის ატესტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“
(მომხსენებელი: რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე).
წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო
უკან |