საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“

სურათი

ევროპის უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2022 წლის 15 დეკემბერს იმართება მეორე საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ (ICETI 2022).

კონფერენციის მიზანია განათლების  ექსპერტების ,პროფესიონალების, მკვლევრების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და, ამ გზით, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.

კონფერენცია ტარდება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით). კონფერენციაში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია. მთავარი მომხსენებლები არიან დარენ მანდი (ჰალის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) და ანასტასია ეკონომოუ (ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ოფიცერი). 

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ კონფერენციის ვებ-გვერდსhttp://www.iceti.eu.edu.ge.

კონფერენციაზე მომხსენებლად/მსმენელად დასარეგისტრირებლად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელმისამართზე iceti@eu.edu.ge ან ტელეფონის ნომერზე +995 32 2 000 171 (125)

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა