წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 9 ნოემბერს სხდომის დღის წესრიგი

სურათი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა

გაიმართება 2022 წლის 9 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე

 (სხდომის გამართვის ადგილი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის N35 მდებარე პირველი კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე N55 ოთახში (,,რუსთაველის დარბაზი“).

გასამართი სხდომის დღის წესრიგი:

1. ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგად 2022 წლის 14 ნოემბრიდან 4 წლის ვადით (2026 წლის 14 ნოემბრამდე) ვადით წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა (ღია კენჭისყრა).

(მომხს. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი ანზორ დევაძე )                   

2. ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივნის  არჩევა (ღია კენჭისყრა).

(მომხს. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი ანზორ დევაძე  )                              

3.  ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევა (ფარული კენჭისყრით, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 2022 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეული საბჭოს წევრების არანაკლებ 10 პროცენტის (არანაკლებ 3 წევრის) მიერ წარდგენილი საბჭოს სპიკერის კანდიდატისათვის ხმის მიცემა).

(მომხს. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი ანზორ დევაძე /უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე )                               

წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა