მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში მოადგილესთან, ანზორ ბერიძესთან ერთად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა. ახალგაზრდა მეცნიერებს: ნონა სურმანიძეს, ჯეირან ფუტკარაძეს, ნონა აბაშიძეს, მარინა მჟავანაძეს სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა. დოქტორანტებმა შეხვედრაზე პროექტები წარადგინეს და სამეცნიერო თემის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამეცნიერო კვლევების სამსახურის წარმომადგენლები და სამეცნიერო თემის ხელმძღვანელები.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული პროექტები:
ნონა სურმანიძე - ,,ფშატის (Elaeagnus umbellata) ნაყოფებისა და ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ქრომატოგრაფიული კვლევა“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია ვანიძე) 2022 წ.
ჯეირნა ფუტკარაძე - „ტყემლის ველური და კულტურული ჯიშებისა და მისგან წარმოებული პროდუქტების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები" (სამეცნიერო ხელმძღვანელი: ალეკო კალანდია) 2022 წ.
ნონა აბაშიძე - „დასავლეთ საქართველოში მოწეული თაფლის ბოტანიკური წარმოშობის დასადგენად თაფლის მტვრიანების, ბიოაქტიური ნაერთებისა და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა“ (სამეცნიერო ხელძღვანელი: ინდირა ჯაფარიძე) 2022 წ.
თამაზ დარჩიძე - „ბიზანტია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ახ.წ. IV-VII საუკუნეებში - არქეოლოგიური ძეგლები“ (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ამირან კახიძე, შოთა მამულაძე) 2021 -2022 წწ.
ანდრია როგავა - „ელინისტური და რომაული პერიოდის კოლხური ამფორების ტექნოლოგია და წარმომავლობა ზღვისპირა აჭარის რეგიონში: არქეომეტრიული კვლევა“ (ხელმძღვანელი შოთა მამულაძე) 2021-2022წწ.
მარინა მჟავანაძე - „ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანების კორპუსლინგვისტური ანალიზი“ (ხელმძღვანელი: ბსუ-ს პროფესორი რამაზ ხალვაში, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი) 2022 წ.
10 ნოემბერს, UNESCO აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისთვის. აღნიშნული დღე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. იგი ასევე ამახვილებს ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელობასა და აქტუალობაზე.
უკან |