საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მიგრაციის ევროპული გამოცდილება - მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები“

სურათი

2023 წლის 9-10 თებერვალს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში არსებული ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრისა და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით გაიმართება ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მიგრაციის ევროპული გამოცდილება - მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები“.

21-ე საუკუნის დასაწყისში, მიგრაციული მოძრაობის ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა, ერთი მხრივ, მიგრანტების უფლებათა დაცვა და სახელმწიფოთა მხრიდან მიგრაციის პროცესების რეგულირება, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი უსაფრთხოების საკითხები და, ამასთანავე, შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონფლიქტები.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა მეცნიერები, მათ შორის, დოქტორანტურის სტუდენტები საქართველოდან და ევროპის კავშირიდან.

კონფერენციის ძირითადი თემებია:

· მიგრაცია და განვითარება - მიგრაციის ხელშემწყობი ფაქტორები და რეაგირება;

· მიგრაცია და ადამიანის უფლებები;

· მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება - ინტეგრაცია და რეინტეგრაცია;

· არალეგალური მიგრაცია - სამართალდარღვევა თუ შესაძლებლობა?

· ეკო მიგრაცია - კლიმატის ცვლილების გავლენა მიგრაციაზე;

· პოსტ-პანდემიური თავშესაფრის ძიება და მაძიებლის მიღების პროცედურები;

· ომი და მიგრაცია - ეკონომიკური, პოლიტიკური და ეგზისტენციალური კრიზისი.

 

კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ ფორმატში. 

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური. 

 

საკონფერენციო ნაშრომები დაიბეჭდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში -  „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ (https://www.seu.edu.ge/ka/1719/VSS) ან პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში  „ეკონომიკა და პოლიტიკური აზრი“ (https://mysl.lazarski.pl/en/about-us/).

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

სარეგისტრაციო ფორმა

კონფერენციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა