ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ბსუ-მ ღონისძიებაზე წარადგინა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ დამზადებული პროექტები, ცნობილი შენობების მაკეტები, კონსტრუქციები და ხელნაკეთი ნივთები. დამთვალიერებლებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამებს, სტუდენტურ ცხოვრებასა და გაცვლით პროგრამებს. სტუდენტური ფესტივალი ბსუ-ს ბენდმა ,,OFF SIDE”-მა გახსნა. ღონისძიება აჭარის ა.რ. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |