ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს „საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების“ ხელმძღვანელობა ეწვია. სტუმრები ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი თავამაიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობასა და ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე გაამახვილეს ყურადღება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ბსუ-ს სტუდენტებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თურქეთის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.
უკან |