2023 FaRiG სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისთვის

სურათი

2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ კვლევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში.

2023 FaRiG სამეცნიერო გრანტი

ქართველი მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი გრანტის ოდენობაა £ 1500. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობაზე.

2023  FaRiG სიმონ ზაზაძის სახელობის გრანტი

ქართველ მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი გრანტის ოდენობაა £ 1500. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს ქართულ-ანატოლიურ სწავლებებზე შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით.

2023 FaRiG პოლონსკის პრიზი

ქართველ მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი გრანტის ოდენობაა £ 1000. კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს საქართველოსა და კავკასიის ებრაული თემების ისტორიასა და კულტურაზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 თებერვალი.

2023  FaRiG პრიზი საუკეთესო ესსესთვის

აღნიშნული პრიზის მოცულობაა £ 500.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო კრიტერიუმებია:

  • ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 სიტყვას;
  • აპლიკანტს შეუძლია ცხოვრობდეს ნებისმიერ ქვეყანაში;
  • გამარჯვებული ესსე გამოქვეყნდება FaRiG-ის ვებ-გვერდზე (შესაძლებელია გამოქვეყნდეს სამეცნიერო გამოცემებშიც);
  • მასალა არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული ინგლისურ ენაზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 თებერვალი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://www.farig.org/


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა