ბსუ-ს რექტორის, პროფესორ მერაბ ხალვაშის წარდგინებით, აკადემიურმა საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის შოთა რუსთაველის სახელობის მედლით დააჯილდოვა დეკანები, რომელთა უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - შოთა რუსთაველის სახელობის მედალი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მარინე გიორგაძეს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მარინე ქორიძესა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ როსტომ ბერიძეს გადასცა და მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.
ასევე, უნივერსიტეტის რექტორმა ბსუ-ს აკადემიურ საბჭოში განხორციელებული წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა: პროფესორ გული შერვაშიძეს, პროფესორ რუსუდან ხუხუნაიშვილს, პროფესორ ანზორ დევაძეს, უფროს მეცნიერ-თანამშრომელ თამილა ლომთათიძეს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელ ზოია სიხარულიძესა და მთავარ მეცნიერ-თანამშრომელ ზურაბ მიქელაძეს. ასევე, მადლობის სიგელი გადაეცა ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, მთავარ მეცნიერ თანამშრომელ რაულ გოცირიძეს, ინსტიტუტის წარმატებული ხელმძღვანელობისათვის.
უკან |