საბერძნეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს მარინე გიორგაძეს შეხვდა. მხარეებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული გაცვლითი პროგრამების გაღრმავებაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაცვლით პროგრამებს ახორციელებს თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტთან, ტექნოლოგიურ საგანმანათლებლო ინსტიტუტთან და კრეტის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტთან. ბსუ-ში ახალი ბერძნული ფილოლოგიის პროგრამა მოქმედებდა 1996-2012 წლებში. შეხვედრაზე დაიგეგმა უნივერსიტეტში ახალი ბერძნული ენის სწავლების განახლება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
უკან |