წიგნის -„ჯონათან გალიბლის თავგადასავლი – თავისუფალი ბაზრის ოდისეა” პრეზენტაცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კენ სქულანდის წიგნის -“ჯონათან გალიბლის თავგადასავლი – თავისუფალი ბაზრის ოდისეა” პრეზენტაცია გაიმართა. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წიგნი წარუდგინეს პირველი გამოცემის რედაქტორმა, ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ, წიგნის გამომცემელმა ნოდარ ჩინჩალაძემ და ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ანთიძემ. გამოცემა მარტივ ენაზე გვიხსნის ეკონომიკის, პოლიტიკის, ქვეყნების სიმდიდრისა და სიღარიბის ფუნდამენტურ საკითხებს.

წიგნმა სხვადასხვა დროს არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის: ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ დაწესებული ლეონარდ ე. როდის წიგნების პრემია წარჩინებისთვის ეკონომიკური განათლების სფეროში; ველი ფორჯის თავისუფლების ფონდის მიერ დაწესებული ლიევის სახელობის პრემია წარჩინებისთვის კერძო სამეწარმეო განათლების სფეროში; ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის საპატიო ორდენები ეკონომიკური განათლების და საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში შეტანილი წვლილისთვის

ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის მილთონ ფრიდმანის აზრით, ,,ეს წიგნი უდავოდ წარმოადგენს ეკონომიკის ძირითად პრინციპებს მარტივ და გასაგებ ენაზე”.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა