კინოდოკუმენტალისტმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ოლიკო ჟღენტმა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა ქართულ-ესტონურ ურთიერთობებზე. მომხსენებელმა განიხილა ევროპაში ცნობილი ტარტუს უნივერსიტეტის ისტორია და დღევანდელობა. საჯარო ლექციის ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობის დოკუმენტური ფილმი. ღონისძიება აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
უკან |