ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით, გიწვევთ ჟან მონეს სტუდენტურ კონფერენციაში „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში” მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2023 წლის 27 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის კურსდამთავრებულებს, ასევე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს, ვინც დაინტერესებულია ევროკავშირის საკითხებით.
კონფერენციით დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 2023 წლის 15 იანვრამდე ვებგვერდზე: http://jeanmonnetchair.edu.ge/students-conference
საკონფერენციო თემა უნდა უკავშირდებოდეს ჟან მონეს სასწავლო კურსებით გათვალისწინებულ ან ევროკავშირთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება.
კონფერენციის ყველა მონაწილეს (მომხსენებელს) გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი ჟან მონეს საერთაშორისო სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს http://jeanmonnetchair.edu.ge და დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე nakashidze.bsu@gmail.com
პროექტი ხორციელდფება ჟან მონეს კათედრის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
უკან |