
ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2023 წელს განსახორციელებელი სტუდენტური საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების შესარჩევ კონკურსს. სტუდენტური პროექტების კონკურსის მიზანია აქტიური სტუდენტური ცხოვრების წახალისება, ხელშეწყობა და სტუდენტებში პროფესიული-კვლევითი უნარ-ჩვევების ამაღლება. თითოეული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.
„სტუდენტური პროექტების“ რეგისტრაციის, განხილვისა და შედეგების გამოცხადების პროცედურები და თარიღები:
განცხადებების (პროექტებისა) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2022 წლის 20 დეკემბრიდან 2023 წლის 5 თებერვლამდე;
საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება - 2023 წლის 6 თებერვლიდან - 2023 წლის 13 თებერვლის ჩათვლით;
პროექტების შეფასების შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ვებგვერდზე - 2023 წლის 15 თებერვლის ჩათვლით;
გამარჯვებული პროექტების განხორციელების პერიოდი - 2023 წლის 6 მარტიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ დანართებში.







უკან |