„საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გამოცემებზე”- გამოფენა ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისადმი მიძღვნილი XVI-XVIII საუკუნეების იმ ჰოლანდიური რუკებისა და გრავიურების გამოფენა გაიხსნა, სადაც საქართველო და ქართველები არიან ასახული.

გამოფენა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა და ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა გახსნეს და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სულხან სალაძის კერძო კოლექციაში დაცული 26 რუკა და გრავიურა, რომლებიც კარგად წარმოაჩენს, ისტორიულად შავი ზღვა თუ როგორ აკავშირებდა საქართველოსა და ევროპას და ხაზს უსვამდა ე.წ. დაკაშირებულობის“ იდეის მნიშვნელობას.

ღონისძიებას პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოფენა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზაციის - ღია სივრცე კავკასია (COS) ორგანიზებით მოეწყო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა