ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების წლის საუკეთესო მიღწევები

სურათი

ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებულ ღონისძიებაში  „წლის საუკეთესო მიღწევა“. ზუტს მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ, პროფესორმა ალეკო კალანდიამ, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ვანიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ბარამიძემ, მკვლევარებმა იზოლდა მაჭუტაძემ და რუსლან ბარამიძეს პრეზენტაციები წარადგინეს 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული  მნიშვნელოვანი მიღწევის  შესახებ.
 

 „წლის საუკეთესო მიღწევის“ ღონისძიებაზე წარდგენილი პრეზენტაციები:

  • ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი, პროფესორი ლელა თურმანიძე -  „ბსუ ბავშვთა უფლებების კვალდაკვალ“;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, მაია ვანიძე, ალეკო კალანდია - „ციტრუსის ნაყოფის ციკლური ეკონომიკის პრინციპების გამოყენებაზე და ნარჩენების ვალორიზაციაზე დაფუძნებული კომპლექსური ინოვაციური ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია“;
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე - „კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX- XXI საუკუნეებში“;
  • ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი, უვადო მეცნიერი თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძე - „ELSEVIER-ის 2022 წლის ღია წვდომის კვირეულის სერტიფიკატი  ღია მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის“;
  • ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი რუსლან ბარამიძე - „რა იგებს არჩევნებს“.


ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს სამეცნიერო წრეების დაახლოებას, თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას, საზოგადოებაში მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა