,,ღია მეცნიერების“ კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები და მკვლევრები მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი საქმიანობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ბსუ-ს მეცნიერებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და მეცნიერების ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორმა გურამ მემარნემ და აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო მხეიძემ შეკრებილ საზოგადოებას სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიღწევები გააცნეს.
დაჯილდოების ღონისძიებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტსა და ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს კვლევებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების მეცნიერ-თანამშრომლები: ნუნუ კუტალაძე, დარეჯან ჩიქოვანი, ავთანდილ მესხიძე და ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ნანული ნოღაიდელი დააჯილდოეს.
ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა მეცნიერები შემდეგ ნომინაციებში დააჯილდოვა:
მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევისთვის - ნოდარ კახიძე, ევროპულ საგრანტო პროექტში აქტიური ჩართულობისათვის: ზოია სიხარულიძე, იზოლდა მაჭუტაძე, რუსლან ბარამიძე, სულხან მამულაძე. ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის წარმატებულად განხორციელებისათვის: ირინე ვარშალომიძე, ლია ქოიავა, მერაბ არძენაძე, ნელი ხალვაში, ციალა ნარაკიძე. საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტის წარმატებულად განხორციელებისათვის: ოლეგ ჯიბაშვილი, მარიამ მეტრეველი, დალი ქამადაძე, ელზა ფუტკარაძე. მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის: ნარგიზ ახვლედიანი, მაკა მურადაშვილი. დოქტორანტების წარმატებული ხელმძღვანელობისათვის: მარიამ მეტრეველი, გალინა მეფარიშვილი, ალეკო კალანდია მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეული საქმიანობისათვის: თამილა ლომთათიძე, ნინო კიკნაძე, რუსლან დავითაძე, მაია ჭიჭილეიშვილი, ირაკლი მიქელაძე, ნაილა ჩელებაძე. შავი ზღვის კვლევებში მიღწეული შედეგებისათვის: რეზო გორაძე, ნინო კიკნაძე. საუკეთესო სამეცნიერო ლაბორატორიის შექმნისათვის: გალინა მეფარიშვილი, ალეკო კალანდია, ზურაბ მიქელაძე, რაულ გოცირიძე, გურამ პაპუნიძე. ციტირებადი პუბლიკაციებისათვის: იზოლდა მაჭუტაძე, ზოია სიხარულიძე, ქეთინო ნაცარიშვილი, ალეკო კალანდია. წარმატებული სამეცნიერო და ადმინისტრაციული საქმიანობისათვის: გურამ მემარნე, ნინო მხეიძე, როინ მალაყმაძე.
უკან |