ჯანმრთელობის სახლი-რეაბილიტაციის ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და ჯანმრთელობის სახლი-რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორმა დავით კუკულაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. მემორანდუმი ფარგლებში ჯანმრთელობის სახლი-რეაბილიტაციის ცენტრი პრაქტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და  პრაქტიკული საქმიანობის განმტკიცების მიზნით, უზრუნველყოფს ფიზიკური მედიცინის და სამედიცინო რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა პრაქტიკის გავლას და კვლევითი ექსპერიმენტის ჩატარებას. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა