გამოცხადდა მიღება ბსუ-ს პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ტყის ძირითადი მერქნიანი და არამერქნული რესურსებით სარგებლობა“

სურათი

გამოცხადდა მიღება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ტყის ძირითადი მერქნიანი და არამერქნული რესურსებით სარგებლობა“. პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე -  http://vet.emis.ge (რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 577-49-19-39). 

 

პროგრამის განხორციელების ვადები: 06.02.2023-16.04.2023

 

დაშვების წინაპირობებია:

განათლება - სრული ზოგადი; ასაკი - 18 წელი; აპლიკანტთა შერჩევის ფორმა - გასაუბრება

 

პროგრამაზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა ელექტრონულ ფოსტაზე: vocational@bsu.edu.ge 2023 წლის 21 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა