ბსუ-ს მიზნობრივი სამეცნიერო პროექტების შედეგების განხილვა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი სამეცნიერო პროექტების შედეგების განხილვა გაიმართა. ბსუ-ში მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები 2016 წლიდან  ხორციელდება. წლების მიხედვით პროექტების რაოდენობა მზარდია. 2018 წლიდან ცალკე გამოცხადდა კონკურსი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის. პროექტები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში მონაწილეობენ სტუდენტები. კვლევის შედეგების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზების ჟურნალებში პროექტის აუცილებელი პირობაა. დღემდე, ბსუ-ში ორმოცი სამეცნიერო კვლევითი პროექტი გახორციელდა, გამოქვეყნდა ორმოცდაათზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია და დაიბეჭდა რამდენიმე მონოგრაფია.

 2022 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი სამეცნიერო პროექტები:

  1. „ოსმალურენოვანი დოკუმენტები აჭარის საოჯახო არქივებში“, ხელმძღვანელი ზაზა შაშიკაძე
  2. ,,შხამიანი მცენარეები აჭარის ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ფლორაში (ეთნო-ბოტანიკური შესწავლა)”, ხელმძღვანელი მარიამ მეტერეველი
  3. „დაგროვებითი საპენსიო სისტემით მისაღები სოციალური სარგებლის ღირებულების პროგნოზირება გრძელვადიანი დეპოზიტის ღირებულების ცვლილების  მიხედვით“, ხელმძღვანელი ასიე ცინცაძე
  4. ,,აჭარის რეგიონის ეკომიგრანტების ადაპტაციისა და ინტეგრაციის პრობლემები ადგილობრივ თემებში: გამოწვევები და გადაჭრის გზები გურიის მაგალითზე", ხელმძღვანელი ინეზა ზოიძე
  5.  „საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების           მიკროგამრავლების ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია და მათი  in vitro ბანკის   შექმნა", ხელმძღვანელი გულნარა ვერულიძე
  1. ,,ახალშობილთა სისხლის ერითროციტური ჯგუფური ანტიგენ-ანტისხეულების იმუნოგენეტიკური მახასიათებლების შეფასება“, ხელმძღვანელი მარინა ნაგერვაძე
  2. „ქართველი ემიგრანტების წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“, ხელმძღვანელი  შუშანა ფუტკარაძე
  3. „მორბიდული (უკიდურესი ხარისხის ) სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის გავლენა პაციენტების ჰომეოსტაზზე (ჰორმონალურ და მიკროელემენტების სტატუსზე), სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებების მიმდინარეობაზე და პაციენტების ცხოვრების ხარისხზე“, ხელმძღვანელი სალომე ღლონტი
  4. ,,ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა  ეპიდემიოლოგია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში  და მათი გამომწვევი  რისკ-ფაქტორების  შესწავლა“, ხელმძღვანელი მზია ბაქრაძე
  5. „საინფორმაციული სისტემების მრავალდონიანი მართვა Qr კოდების მეშვეობით მულტიპლათფორმული სისტემებისათვის", ხელმძღვანელი ზაზა დავითაძე
  6. VDR Fokl (rs2228570) გენის პოლიმორფიზმის შესწავლა აუტოიმუნური თირეოიდიტით დაავადებულ პაციენტებში აჭარის პოპულაციის მაგალითზე", ხელმძღვანელი ირინა ნაკაშიძე

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა