შიდა მობილობის პროცესი!
- ბსუ-ში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა ბსუ-ს სტუდენტებმა 2023 წლის 6, 7 ან 8 თებერვლის 17:00 საათამდე ბსუ-ს ელექტრონული მისამართის: portal.bsu.edu.ge-ზე არსებული სერვისის "წერილი კანცელარიას" მეშვეობით წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე;)
ბ) ბსუ-ს სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი;
- ბსუ-ს სტუდენტის სტატუსშეჩერებულმა პირებმა ბსუ-ს სასწავლო პროცესში დაბრუნების (სტუდენტის სტატუსის გააქტიურების) მსურველმა ბსუ-ს სტუდენტებმა 2023 წლის 6, 7 ან 8 თებერვლის 17:00 საათამდე ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე: portal.bsu.edu.ge-ზე არსებული სერვისის "წერილი კანცელარიას" მეშვეობით წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე);
ბ) ბსუ-ს სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი;
გ) ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;
დ) სწავლის საფასურის დავალიანების (არსებობის შემთხვევაში) გადახდის დამადასტურებელი ინფორმაცია/ცნობა (გადახდის ქვითარი ან სხვა);
- მობილობის პროცესში მონაწილე პირის მიერ, ათვისებული კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ მობილობის მსურველის თანხმობის (ან უარყოფის) შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია), 2023 წლის 14 და 15 თებერვლის ჩათვლით;
- შიდა მობილობის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა/სასწავლო პროცესში დაბრუნება (სტატუსშეჩერებული პირის) განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რექტორის ბრძანების გამოცემის დროისათვის სტუდენტს დაფარული ექნება სწავლის საფასურის დავალიანება;
- სტუდენტი, რომელიც ბსუ-ში ჩაირიცხა 2020 და შემდგომი წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მობილობის განაცხადის გაკეთებას შეძლებს, მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული სავალდებულო საგანი/საგნები.
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, პირველი სართული, ოთახი №1 (კანცელარია)
(დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირის ტელ: -577 44 54 00)
გარე მობილობის პროცესი!
- სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში გადმოსვლის (მობილობით) ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2023 წლის 30 იანვრიდან - 2023 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) .
- სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობის წესით ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, 2023 წლის 10-13 თებერვლის (17:00-საათამდე) ჩათვლით ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე - chancellery@bsu.edu.ge უნდა გადმოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- მობილობის პროცესში მონაწილე პირის მიერ ათვისებული კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ, მობილობის მსურველის თანხმობის (ან უარყოფის) შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია), 2023 წლის 16 თებერვლის 17:00 საათამდე.
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, პირველი სართული, ოთახი №1 (კანცელარია)
(დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირის ტელ: -577 44 54 00)
N 01-02-13, 27.01.2023წ. შიდა მობილობის და მობილობით აღდგენის ვადები.
N 01-02-14, 27.01.2023წ. გარე მობილობის ვადები
N 01-02-19, 30.01.2023წ. შიდა მობილობის ვადების ცვლილება
N 01-02-20, 30.01.2023წ. გარე მობილობის ვადების ცვლილება
გარე მობილობის განცხადების ფორმა
თანხმობის განცხადების ფორმა
უარის განცხადების ფორმა
შიდა მობილობის და სტატუსის აღდგენის განცხადების ფორმა
დადგენილება - მობილობის ადგილები
უკან |