ბსუ-ს პროფესორებმა და მკვლევრებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და მკვლევრებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. სამეცნიერო პროექტებს  სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებენ პროფესორები: მერაბ ხალვაში, ლელა თავდგირიძე, ასოცირებული პროფესორები: ნუგზარ ზოსიძე, ირაკლი ბარამიძე, მაია ვანიძე,  ასისტენტ პროფესორი  გიორგი ქათამაძე; აგრარული და მემბრანული ტექნოლიგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნინო მხეიძე და ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მზიური გაბაიძე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორებსა და მკვლევრებს ულოცავს მნიშვნელოვან გამარჯვებას და  წარმატებებს უსურვებს.

   გამარჯვებული სამეცნიერო საგრანტო პროექტები:

  1. ,,ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული მმართველობა (1878-1921 წწ.)'' - პროექტის ხელმძღვანელი, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც. პროფესორი ნუგზარ ზოსიძე, პროექტის კოორდინატორი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მერაბ ხალვაში.
  2. ,,პოლონელების დეპორტაცია საქართველოში და პოლონურ-ქართული გეოპოლიტიკური თანამშრომლობა (1830-1921)" - პროექტის ხელმძღვანელი,  ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც. პროფესორი ირაკლი ბარამიძე, პროექტის კოორდინატორი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი კახაბერ სურგულაძე.
  3. ,,მცენარეული ნედლეულისა და გადამუშავების ანარჩენების ვალორიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესუსტების მიზნით ციკლური ეკონომიკის პრინციპების გამოყენებით" - პროექტის ხელმძღვანელი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოც. პროფესორი მაია ვანიძე, პროექტის კოორდინატორი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი ალეკო კალანდია.
  4. ,,ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო ტექნოლოგიის შემუშავება ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლის გაწმენდისათვის" - პროექტის ხელმძღვანელი, ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნინო მხეიძე, პროექტის კოორდინატორი- ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნინო კიკნაძე.
  5. ,,აჭარა-გურიის ციტრუსოვანთა პლანტაციებში გავრცელებული მავნებელდაავადებების შესწავლა და პათოგენთა კოლექციის შექმნა" - პროექტის ხელმძღვანელი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მზიური გაბაიძე, პროექტის კოორდინატორი - ბსუ-ს  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გურამ მემარნე.
  6. ,,ზღაპრებიდან ეკონომიკურ ცნობიერებამდე" - პროექტის ხელმძღვანელი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ლელა თავდგირიძე, პროექტის კოორდინატორი- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი  გიორგი ქათამაძე.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა