ბსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის უცხოელი სტუდენტების საზეიმო მიღება გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის პირველკურსელი უცხოელი სტუდენტების საზეიმო მიღება გაიმართა. სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა სოფო ბერიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა.

საზეიმო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს პროგრამის კურსდამთავრებულებმა და თავიანთი შთაბეჭდილებები და გამოცდილება გაუზიარეს პირველკურსელებს.

ბსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება, რომელზეც ამჟამად, 700-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა