თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ შემზარავ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში, სამძიმრის წიგნი გაიხსნა. ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, იზიარებს ქვეყნის უდიდეს მწუხარებას, თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
უკან |