ბსუ-ში წარმატებით დასრულდა სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა აკადემიური მობილობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა აკადემიური მობილობა. 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, უკრაინელმა სტუდენტებმა შეისწავლეს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საგნები - საერთაშორისო საჯარო სამართალი (კერძო ნაწილი), ევროპის გეოპოლიტიკა, საერთაშორისო პოლიტიკური სისტემები, გლობალური პოლიტიკა, და მედია და პოლიტიკა.

საერთაშორისო მობილობა გათვალისწინებული იყო უმაღლეს დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმით, რომელიც მხარეებს შორის სტუდენტთა მობილობას და საერთაშორისო სემესტრის ორგანიზებას გულისხმობდა. ამჯერად, მობილობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. მომავალში დაგეგმილია მობილობა სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზეც.   
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა