ბსუ-ს დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია, ასოც. პროფესორი დარეჯან ჯაში, ასისტ.პროფესორი ლია დავითაძე და მოწვეული ლექტორი მამუკა თურმანიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში, 6-10 თებერვალს შეხვედრები გაიმართა ტეხასის და ოჰაიოს შტატებში აგრარულ ექსტენციაში ჩართულ სხვადასხვა ინსტიტუციების ხელმძღვანელებთან. მათ შორის, ტეხასის შტატის ექსტენციის ცენტრის ჰიუსტონის წარმომადგენლობასთან; Prairie View A&M უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან; ოჰაიოს შტატის ექსტენციის ოფისთან; Сentral State უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, მენეჯმენტთან და აკადემიურ პერსონალთან; ტეხასის და ოჰაიოს შტატის იმ სკოლებთან, რომლებიც აგრარულ ექსტენციაში არიან ჩართულები.

ვიზიტის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრარული ექსტენციის სერვისების გაუმჯობესება და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმრებით დაგეგმილია ბსუ-ს ბაზაზე „აგრო კლინიკის“ ჩამოყალიბება, რომელმაც აგრარულ ექსტენციაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.  

საქართველოს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე და სამინისტროს თანამშრომლები, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები: დემნა ძირკვაძე და გოჩა შაინიძე; მომავლის ფერმერის თავმჯდომარე და პროექტის მენეჯერი.

პროექტი მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მომავლის ფერმერი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა