ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში დელეგაციის წევრებთან ერთად, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ვიზიტის მიზნები და ამ ეტაპზე მიღწეული შედეგები. ბსუ-ს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში 6 თებერვალს გაემგზავრა სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მომავლის ფერმერი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.
უკან |