ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეები აბიტურიენტებისათვის გრძელდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის გრძელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ღლონტმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თეონა ბერიძემ აბიტურიენტებს ბსუ-ს საბაკალავრო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და სწავლის პირობები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პროფესორ-მასწავლებლებმა აბიტურიენტების შეკითხვებს უპასუხეს.

აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართა ასევე ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში, რომელსაც უძღვებოდნენ პროფესორი ჯემალ კარალიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე შოთა ჯიჯეიშვილი და სტუდენტები.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, აბიტურიენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა