„ახალი ინვაზიური მავნებლები ეროვნული გამოწვევა’’

სურათი

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კვლევაში „ახალი ინვაზიური მავნებლები ეროვნული გამოწვევა’’ ჩართული იყვნენ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროექტის კოორდინატორი ბსუ-ში ლალი ჟღენტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები - მარიამ ბერიძე, ნანა მამულაიშვილი, ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები - გიორგი გეგიძე, თედო დუმბაძე და ბიომრავალფეროვნების მიმართულების მაგისტრანტი სალომე კალანდაძე.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და სურსათის ეროვნული სააგენტოს  მხარდაჭერით, 2023 წლის 14 თებერვალს თსუ-ში ჩატარდა მესამე სტუდენტური კონფერენცია - ,,საქართველოში ინვაზიური მავნებლების მონიტორინგი და მართვის თანამედროვე მიდგომები’’, სადაც ბსუ-ს სტუდენტებმა სამწლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინეს.

პროექტის ფარგლებში შესრულდა ოთხი საბაკალავრო ნაშრომი, ერთი საკონფერენციო თემა და მზადების პროცესშია სამაგისტრო ნაშრომი ბიომრავალფეროვნების მიმართულებით.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევაში მონაწილეობდა საქართველოს 5 უნივერსიტეტი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა