აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

სურათი

აკადემიკოსი, პედაგოგი და ფსიქოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი საგანმანათლებლო პროექტის ,,ჰუმანური საქართველოს“ ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შალვა ამონაშვილმა შეხვედრაზე ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელმა ღონისძიების მონაწილეებს ჰუმანიზმით გამორჩეული მასწავლებლის, ვარვარა ვარდიაშვილის პედაგოგიური მიდგომები და მიღწევები გააცნო, რომლისგანაც გაიზიარა ჰუმანური პედაგოგიკის გაკვეთილის მოდელი. აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი თავისი ინიციატივით, ბსუ-ში სტუდენტთა ერთ ჯგუფს ჩაუტარებს მოკლევადიან სასწავლო კურსს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შალვა ამონაშვილმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა