ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი კორძაიამ, ასოცირებულმა პროფესორმა დარეჯან ჯაშმა, ასისტენტ პროფესორმა ლია დავითაძემ და მოწვეულმა ლექტორმა მამუკა თურმანიძემ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფორმატში დასკვნითი შეხვედრები ვაშინგტონში 13-14 თებერვალს გამართეს.
შეხვედრები გაიმართა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან. მათ შორის: აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ადმინისტრატორთან დანიელ ვიტლისთან და აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგარეო სამსახურის უფროს დირექტორთან ოტო გონსალესთან. დელეგაციის წევრები გაეცნენ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სხვადასხვა აქტივობებს და USDA -ს აჭარაში აგრარული ექსტენციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები და პრიორიტეტები გაუზიარეს. USDA-ს მენეჯმენტმა გამოხატა მზაობა ხანგრძლივი და მდგრადი მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით, აგრარული განათლების, ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაციის და ჭკვიანი სოფლის მეურნეობის მიმართულებით მხარდაჭერისთვის.
ვიზიტის მიზანი იყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ექსტენციის სერვისების მხარდაჭერა, ბსუ-ს ბაზაზე ექსტენციის საუნივერსიტეტო ცენტრის შექმნა და აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე და სამინისტროს თანამშრომლები, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები: დემნა ძირკვაძე და გოჩა შაინიძე; მომავლის ფერმერის თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი და პროექტის მენეჯერი ნატალია კლდიაშვილი.
პროექტს ახორციელებს მომავლის ფერმერი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.
უკან |