დისკუსია ბსუ-ში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა  დისკუსია გამართეს თემაზე: „საქართველოს ოკუპაცია - 1921 წლის 25 თებერვალი“ და „უკრაინაში რუსეთის აგრესია - 2022 წლის 24 თებერვალი“. დისკუსიაზე მოხსენებები წარმოადგინეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა - ოთარ გოგოლიშვილმა და ჯემალ კარალიძემ.

საჯარო ლექციისა და დისკუსიის ფორმატში განიხილეს 1921 წლის თებერვლის მოვლენები. აღინიშნა, რომ საბჭოთა რუსეთის ხელისუფლების მიზანი ჯერ კიდევ 1918 წლიდან იყო გამოკვეთილი, მოეხდინა კავკასიის დაბრუნება რუსეთის იმპერიულ გავლენაში. დისკუსიაზე იმსჯელეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მცდელობაზე, როგორმე შეეჩერებინათ გარდაუვალი აგრესია,  ევროპის ქვეყნების დიპლომატიურ ნაბიჯებსა და თურქეთის მხარდაჭერაზე საბჭოთა რუსეთის შესაჩერებლად; ასევე შეადარეს საუკუნის წინანდელი საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესია და რუსეთ-უკრაინის ომი ,რომლის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. გამოკვეთეს საერთაშორისო საზოგადოების როლი, როგორც 1921 თებერვლის მოვლენებში, ისე 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის უკრაინის მიმართ მიმდინარე აგრესიის პროცესებში.

ღონისძიებას ასევე, ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის“ სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა