ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენა - BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023

სურათი

24-26 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ „ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო  გამოფენაში“ - „BATUMI  BOOK & HIGHER EDUCATİON 2023“.

 გამოფენაზე დამთვალიერებლები გაეცნობიან ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ავტორობით გამოცემულ მონაოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სერვისებს. 24 მარტს, 12:35 საათზე საგამოფენო სივრცერში შედგება ბსუ-ს პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება ბსუ-ს გაცვლითი პროგრამები და საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტები.

საერთაშორისო გამოფენის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე,  დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სრული ინფორმაცია  სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამები.

BATUMI  BOOK & HIGHER EDUCATİON  2023-ში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო  დაწესებულება, კერძოდ:  უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები,  წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.

გამოფენა კომპანია Expo Batumi–ის ორგანიზებით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა