ბსუ-მ აბიტურიენტებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ღია კარის დღე გამართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ღია კარის დღე გამართა.  ბსუ-ს ასისტენტ პროფესორმა ხათუნა ჭიჭილეიშვილმა სტუდენტებთან ერთად, დაბა ურეკის საჯარო სკოლის  მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ის სიახლეები და შესაძლებლობები გააცნო, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ. აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საგანმანათლებლო პროგრამების, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. შეხვედრის დასასრულს უნივერსტიტეტის წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა