მხედველობისა და სმენის სასწავლო კურსების აღჭურვილობის გამოფენა და სპეციალური ტექნიკის გამოყენების სწავლება ბსუ-ში

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „Erasmus +“-ის პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (CISI) კოორდინატორი ინსტიტუციის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ერთ-ერთი პარტნიორის, შპს „მარიანის“ წარმომადგენლებს მასპინძლობს. ვიზიტის მიზანი არის პროექტის ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობის გამოფენის მოწყობა და ბსუ-ს პერსონალისა და სტუდენტებისთვის სპეციალური ტექნიკის გამოყენების სწავლება. 
 
აღჭურვილობა ძირითადად მხედველობისა და სმენის სასწავლო კურსების და ტრენინგ-მოდულების განხორციელების მიზნით არის შეძენილი. „მარიანის“ წარმომადგენლები ბსუ-ს პერსონალს ჩაუტარებენ ვორქშოფებს და აღჭურვილობის პრაქტიკულად გამოყენების ყველა დეტალს გააცნობენ. სპეცტექნიკის გამოყენება იგეგმება მხედველობისა და სმენის დარღვევების მქონე სტუდენტების ხელშესაწყობადაც. 
 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა „სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ სამუშაო ჯგუფთან. 60-კრედიტიანი პროგრამა სიახლეა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის და  აკრედიტაციის მოსაპოვებლად მზადდება ბსუ-სა და თსუ-ში.  
 
პროექტ CISI-ის ფარგლებში, 2021 წლიდან დღემდე შემუშავდა 12 სასწავლო კურსი და შესაბამისი სალექციო კურსები. მათ შორის 5 სასწავლო კურსი და შესაბამისი სალექციო მასალა (ლექციების კურსი) მომზადდა ბსუ-დან პროექტში ჩართული პერსონალის მონაწილეობით და 2021-2022 სასწავლო წლის I სემესტრიდან მოხდა აღიშნული სასწავლო კურსების ინტეგრირება ბსუ-ში მოქმედ „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში“ სპეციალობის არჩევითი კურსები სტატუსით. სასწავლო კურსების პილოტირების პროცესი განხორციელდა პროექტის პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტებიდან შერჩეული მენტორების მიერ მონიტორინგის განხორციელების გზით. აღნიშნული კურსების განსახორციელებლად ბსუ-ს ბიბლიოთეკა პროექტის მხარდაჭერით აღიჭურვა სპეციალური განათლების მიმართულების თანამედროვე ლიტერატურით. 
 
პროექტის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი. პროექტში საქართველოდან ბსუ-ს გარდა კიდევ 2 სახელმწიფო უნივერსიტეტი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია (თესაუ) ჩართული. 
პროექტი 2023 წლის 14 ნოემბერს სრულდება. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა