ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში, პროფესორი სუათ ქოლუქირიქი ეწვია. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე მხარებმა ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მარინე გიორგაძე, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ემზარ მაკარაძე და ასოცირებული პროფესორი ლია ჭყონია.
ვიზიტის ფარგლებში დოქტორი სუათ ქოლუქირიქი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ თეონა ბერიძეს, თურქოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს შეხვდა და გაცვლით პროგრამებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
უკან |