„ერაზმუს+“-ის პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities - ETHICS) ბსუ-ს გუნდის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს პროექტის ინსტიტუციური წარმომადგენლების მიერ ბსუ-დან გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პროექტის შესახებ პრეზენტაციის წარდგენა იყო. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პროექტში ჩართულმა პერსონალმა ბსუ-ს ადმინისტრაციას წარუდგინა ინფორმაცია პროექტის მიზნების, მოსალოდნელი შედეგების, სამუშაო პაკეტებით გათვალისწინებული აქტივობების და მათი განხორციელების ვადების, საჭიროების შემთხვევაში პროექტის სამუშაო ჯგუფებში სამომავლოდ რელევანტური პირების ჩართვის მექანიზმების, პროექტში ბსუ-ს როლისა და ვალდებულებების და პროექტის პირველ ეტაპზე განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ. შეხვედრას ბსუ-ს ადმინისტრაციის სხვადასხვა მმართველი რგოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკან |