ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბრიუსელში შექმნილი ორგანიზაციის „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ თანადამფუძნებელი რომან შტრასე ეწვია. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმარმა ორგანიზაციის საქმიანობასა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მხარეებმა დაგეგმეს მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება საჯარო ლექციები, სემინარები, დისკუსიები, კონფერენციები და განხორციელება ერთობლივი პროექტები. ვიზიტის ფარგლებში რომან შტრასემ ბსუ-ს სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე.
უკან |