ბსუ Webometrics-ის უნივერსიტეტთა რანჟირების საერთაშორისო ქსელის რეიტინგულ სიაში კვლავ ლიდერობს. უნივერსიტეტთა რანჟირების საერთაშორისო ქსელმა (Ranking Web) გავლენის, ღია წვდომისა და წარმატების მაჩვენებელთა საფუძველზე (Impact Rank, Openness Rank, Excellence Rank), მსოფლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოავლინა. ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მე-7 ადგილს იჭერს, ამიერკავკასიაში - მე-17, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - 465-ე, ხოლო მსოფლიოში -5328-ე ადგილზეა. უნივერსიტეტთა რანჟირების საერთაშორისო ქსელის რეიტინგულ სიაში ამიერკავკასიაში კვლავ საქართველოს უნივერსიტეტები ლიდერობენ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://webometrics.info/en/Europe/Georgia%20
უკან |