ბსუ-ში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ბსუ-ს  სტუდენტთა  სამეცნიერო საზოგადოებისა  და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრის ორგანიზებით და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა დაუნის სინდრომის ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო შეხვედრაზე მოხსენებები წარადგინეს დაუნის სინდრომის მიზეზებზე, ტერმინებსა და სტერეოტიპებზე. ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრში მცირე საოჯახო ტიპის ახალგაზრდებისა და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „არეტეს“ წევრების მონაწილეობით შემეცნებითი და სახალისო აქტივობები გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრაზე წარმოდგენილი მოხსენებები:

  • ასოცირებული პროფესორი, მარინა  ნაგერვაძე - „დაუნის  სინდრომის მიზეზები და რისკ-ფაქტორები“;
  • ასისტენტ პროფესორი, ჟანა ჭითანავა  - „სწავლების  პრობლემები  დაუნის  სინდრომის მქონე  ბავშვებში“;
  • ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის ფსიქოლოგი, მეგი სურმანიძე - „ინკლუზიური განათლება - ტერმინები, იარლიყები, სტერეოტიპები“.
  • დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი   საგანმანათლებლო  პროგრამის V კურსის სტუდენტი  შიამოშრე  ბანერჯი - „Down syndrome and Man’s best friend“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა