ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და ორგანიზაცია „ჰიროს“ დირექტორმა შორენა ასაბაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ხელს შეუწყობს. თანამშრომლობის ფარგლებში სამართალმცოდნეობის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების და ფინანსების და საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გაივლიან ორგანიზაცია „ჰიროსა“ და მის პარტნიორ დაწესებულებებში. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების პროცესში, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის სტაჟირების ხელშეწყობას და ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ორგანიზაცია „ჰიროს“ დირექტორმა შორენა ასაბაშვილმა ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს ორგანიზაცია ჰირო წარუდგინა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
უკან |