ბსუ „ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში“ მონაწილეობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში“ მონაწილეობს.  გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში მონაწილეებს მიესალმა და  ყურადღება გაამახვილა განათლების ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე.

გამოფენაზე დამთვალიერებლები გაეცნენ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ავტორობით გამოცემულ მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებს. ასევე შედგა ბსუ-ს პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, სერვისები და  სამეცნიერო პროექტები.

გამოფენის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე,  დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.

„ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენა“- ,,BATUMI  BOOK & HIGHER EDUCATİON  2023“-ში მონაწილეობს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო  დაწესებულება, კერძოდ:  უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები,  წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.

გამოფენა ბათუმის სპორტის სასახლეში კომპანია Expo Batumi–ის ორგანიზებით იმართება და 26 მარტს დასრულდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა