ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქეთის უნივერსიტეტების დელეგაცია ეწვია. რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორმა იუსუფ ილმაზმა და არტაანის უნივერსიტეტის რექტორმა მეჰმეთ ბიბერმა ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. არტაანის უნივერსიტეტის ინიციატივით დაარსდება საქართველოს კვლევის ცენტრი და 2023 წლის ოქტომბერში ჩატარდება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „გასტრონომიული ტურიზმი“. ასევე დაიგეგმა გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორმა იუსუფ ილმაზმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
უკან |