კონკურსი ქართველი და ამერიკელი ხელოვანებისთვის

სურათი

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამა აცხადებს კონკურსს ქართველი და ამერიკელი ხელოვანებისთვის. კონკურსის მიზანია 2023 წლის ზაფხულში, ამერიკულ-ქართული კოლაბორაციული პროექტის განხორციელების მიზნით, შეირჩეს 2 პოეტი/მწერალი (ამერიკელი და ქართველი) და 2 მუსიკოსი (ქართველი და ამერიკელი). კონკურსში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 21 აპრილი.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი სტუდენტები, მეცნიერები და მკვლევრები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: 

https://daviscenter.fas.harvard.edu/insights/call-proposals-exchanging-notes

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა 2022 წლის თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით ამოქმედდა, რომელიც ხელს უწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა