
4 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სააქტო დარბაზი) გაიმართება გაცვლითი პროგრამების წარდგენა. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს გააცნობენ 2023-2024 სასწავლო წლისთვის გამოცხადებულ სხვადასხვა გაცვლით პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს 1 სემესტრის (შემოდგომის/გაზაფხულის) განმავლობაში ევროპის უნივერსიტეტებში სწავლას.
უკან |