პოლ ვალერის უნივერსიტეტის მონპელიე III-ის მკვლევარმა ფაბიო შეტიმ „ერაზმუს+“-ის ფარგლებში, ბსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საფრთხეში მყოფი ენების ლექსიკოგრაფია და მიგრაციათა სოციოლინგვისტიკა“. მკვლევარმა წარმოადგინა ენათმეცნიერების კვლევების კრებული (უმცირესობისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ენების მოკლე ანალიზი), რომელიც დაიბეჭდა რომში ერთერთი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში. კრებულში შევიდა ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორების შოთა როდინაძის, ნათია აბაშიძის და დოქტორანტ ნინო თურმანიძის ნაშრომიც. ლექციის შემდეგ ფაბიო შეტიმ შეხვედრა გამართა აღნიშნული პრობლემით დაინტერესებულ ჯგუფებთან, სადაც ერთობლივად დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები.
საჯარო ლექცია „ჰორიზონტ ევროპის“ ბსუ-ს საგრანტო ოფისის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |