მემორანდუმი ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „ტოტალ შარმთან“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და  ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „ტოტალ შარმის“ დირექტორმა კონსტანტინე სულამანიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება კონფერენციები, საზაფხულო სკოლები, ტრენინგები და სემინარები. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გავლას და   საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მენეჯმენტის გამოცდილების გაზიარებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა