ქართული ენის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეულით აღინიშნება. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე მომხსენებლებმა ქართული ენისა და ლიტერატურის აქტუალურ საკითხებსა და პრობლემატიკაზე იმსჯელეს. აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მამია ფაღავას, მერი ცინცაძისა და მაია ბარამიძის მონოგრაფიის ,,ქართული ენის შავშური დიალექტი“ (გამოკვლევა, მასალები, ლექსიკონი) წარდგენა გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ მარგალიტაძემ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო ლექცია წაიკთხა თემაზე: „ლექსიკოგრაფია და თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესები“.
ბსუ-ში ქართული ენის კვირეული 4 მაისს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით - „აჭარაში გადარჩენილი ქართული სიტყვა“ დასრულდება.
უკან |