წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 27 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა

გაიმართება 2023 წლის 27 აპრილს, 13:00 სთ-ზე

 (სხდომის გამართვის ადგილი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის N35 მდებარე პირველი კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე აკადემიური საბჭოს სხდომის დარბაზი).

გასამართი სხდომის დღის წესრიგი:

  1. ,,ბსუ-ს პერსონალის პროფესიული განვითარების დაფინანსებისა და სტატიის გამოქვეყნებისათვის წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“  ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 20 აპრილის N07-01/21 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

(მომხსენებელი: ბსუ-ს რექტორის მოადგილე ა. ბერიძე)

  1. ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის მიერ გამოცემული წიგნი-ალბომების „ეთნოგრაფიული აჭარა“ და „აჭარა“ ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა და გამოცემის შესახებ

(მომხსენებელი: ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი რ.მალაყმაძე)

  1. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის   საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ დიეგო ჩხიკვაძის სპორტში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ერთჯერადად სწავლის საფასურისგან გათავისუფლების შესახებ  

(მომხსენებელი: ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლ.ჯაყელი)

  1. ბსუ-ს სარგებლობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში (კორპუსებში), ავტომატური სავაჭრო აპარატების დასადგმელად, ფართის იჯარის ფორმით გაცემაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

(მომხსენებელი: ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მ. დიასამიძე)

წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა