ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს“ თავმჯდომარემ მარინე საბიაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში, სახელმწიფოებრივი და ეროვნული აზროვნების განვითარებას, სამოქალაქო თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას. მემორანმდუმის ფარგლებში სტუდენტები მონაწლეობას მიიღებენ ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს“ მიერ დაგეგმილ წვრთნებსა და სწავლებებში.
ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს"დაფუძნდა 2022 წელს და მისი ძირითადი ამოცანაა მოქალაქეების ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენება თავდაცვითი მიმართულებით. 2023 წელს ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციის წევრები გაივლიან ორთვიან სწავლებებს შაბათ–კვირის გამოყენებით. სწავლებაში შედის სამხედრო საბაზისო ფიზიკური მომზადება და თეორიული სწავლება. სწავლებებს სრულად უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული გვარდია და მოხალისეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
ორგანიზაციის მიმართულება, თავდაცვის მიმართულებით არის ეფექტური საინფორმაციო ოპერაციების წარმოება (საინფორმაციო/ფსიქოლოგიური ოპერაციები) და სამხედრო–სამოქალაქო თანამშრომლობა. ორგანიზაცია ასევე ხელს უწყობს მოხალისეთა მოზიდვას, საზოგადოებაში ეროვნული აზროვნების გაღვივებას, პასუხისმგებლობის ამაღლებას, ქალბატონების აქტიურ ჩართულობას (გენდერის კუთხით) და თავდაცვის სისტემის პოპულარიზაციას.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
უკან |